LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს მომავალი სამიტის თარიღი ცნობილია

69

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტის თარიღი დაასახელა. ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები 2018 წლის 11-12 ივლისს ბრიუსელში, ახალ შტაბბინაში შეიკრიბებიან. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება.

„50 წელია ბელგია სტუმართმოყვარეობით იღებს ნატოს შტაბბინას და მივესალმები, რომ ჩვენი სამიტი ბრიუსელში, ჩვენს ახალ შტაბბინაში გაიმართება. მოუთმენლად ველი სამიტს 2018 წლის ივლისში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც წესი, ნატოს მომავალი სამიტის თარიღს ბოლო სამიტის დასასრულს აცხადებენ. თუმცა, მომავალი სამიტის თარიღის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები