LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება: ექსპერტები მარაგების შემცირებას ვარაუდობენ

46

ნავთობმოპოვების შემცირების გადაწყვეტილების გაგრძელების შემთხვევაში, 1 ბარელი ნავთობის ფასი 2017 წლის ბოლოსთვის 65 დოლარამდე გაიზრდება,- ამის შესახებ Bloomberg-ი, Citigroup-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იტყობინება.
”თუ წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება ნავთობის მოპოვების შემცირების პოლიტიკა, ექსპერტები ნავთობის მარაგების შემცირებასა და ფასების 60 დოლარაზე მეტად გაზრდას ელიან. მათი შეფასებით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში 1 ბარელი WTI ფასი 62 დოლარი იქნება, Brent-ის კი, 65 ”, – წერს Bloomberg-ი.

Citigroup-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ OPEC და მისი პარტნიორები უარს იტყვიან მოპოვების შემცირების ვადის გაგრძელებაზე, ეს ფასების მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების მონაწილე ქვეყნების უმრავლესობას მისი გაგრძელება სურს, – ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ სხვა ქვეყნები მხარს დაუჭერენ ამ პოლიტიკას, ირანიც ასე მოიქცევა.

ცნობისათვის, გასული წლის 30 ნოემბერს ოპეკმა მიიღო შეთანხმება მოპოვების 1,2 მლნ ბარელით/დღეში შემცირებასთან დაკავშირებით ოქტომბრის თვის დონესთან შედარებით. 10 დეკემბერს კი ამ შეთანხმებას 11 ოპეკის არაწევრი ქვეყანაც შეუერთდა ერთობლივად მოპოვების 558 ათასი ბარელით/დღეში შემცირებასთან დაკავშირებით.

დღეისათვის 1 ბარელი Brent -ის მარკის ნავთობის ფასი 55 დოლარის ნიშნულზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები