LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობის ფასი გაიზარდა

176

ნავთობის ფასის ვარდნით შეშფოთებულმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (ოპეკმა) გუშინ ვენაში, შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების შემცირება საბოლოოდ გადაწყვიტა.

ნავთობის მომპოვებელი უმსხვილესი ქვეყნები იანვარში ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 1,2 მლნ ბარელით შეამცირებენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს განცხადების თანახმად, კარტელმა გადაწყვიტა მოპოვების შემცირება პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში და დაადგინა ლიმიტი 32,5 მლნ ბარელის ოდენობით დღე-ღამეში.

თავის მხრივ, საუდის არაბეთი დაეთანხმა ნავთობის მოპოვების შემცირებას 0,5 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 10,06 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. ირანი კი ნავთობის მოპპოვებას დღე-ღამეში 3,8 მლნ ბარელის ოდენობით შეზღუდავს. ნავთობის მოპოვების შემცირებას ერაყიც დათანხმდა – 209 ათასი ბარელით/დღე-ღამეში.

“ეს სკეპტიკოსებისთვის რომლებიც ამტკიცებდნენ, ოპეკის “გარდაცვალებას” საყურადღებო ამბავი უნდა იყოს”, – წერენ უცხოელი ანალიკიტოსები.

1x-1

ამ გადაწყვეტილებით, სამ უდიდეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანას – საუდის არაბეთს, ირანსა და ერაყს შორის 2014 წელს დაწყებული “ქიშპი” დასრულდა.

ოპეკმა წარმოების შემცირების გადაწყვეტილება 8 წლის განმავლობაში პირველად მიიღო. უცხოურ პრესაში წერენ, რომ ყველაზე გასაოცარი ამ გადაწყვეტილებაზე რუსეთის დათანხმებაა.

შედეგად, რეკორდული ვარდნის შემდეგ, 2016 წლის 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 49,56 (+ 3,18) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 47,95 (+ 2,70) დოლარი/ბარელზე.

ბოლო ორი წელი ოპეკისთვის ძალიან მტკივნეული იყო. ჯგუფმა წელს ნავთობის ექსპორტით $341 მილიარდი გამოიმუშავა. 2014 წელს ეს ციფრი $753 მილიარდი იყო, 2012–ში კი $920 მილიარდი.

“ოპეკის მორიგი შეხვედრა შემდეგი წლის მაისში შედგება, სადაც მიღებულ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებენ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კატარის ენერგეტიკის მინისტრმა განუცხადა.

ამასთან, ოპეკი დათანხმდა ინდონეზიას წევრობა შეუჩეროს. ერთ–ერთი დელეგატის განცხადებით, ეს შეჩერება მთლიან ჯგუფზე გავლენას არ მოახდენს.

თამთა უთურგაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები