LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობის ფასი კიდევ გაიზარდა

126

2018 წლის 3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86,29  (+ 1,49) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,41 (+ 1,18)  დოლარი/ბარელზე.

სანავთობო ბაზართან დაკავშირებით საინტერესო სიახლეებია აშშ-ში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 8 მლნ ბარელით გაიზარდა და შეადგინა 404.00 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 0,5 მლნ ბარელით და შეადგინა 235,2 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,8 მლნ ბარელით და შეადგინა 136,1 მლნ ბარელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები