LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაწილ-ნაწილ ამოსატანი გვეყოლება ბიჭები… გამორიცხულია გადარჩენილიყვნენ”

137

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში, სავარაუდოდ, 4 მეშახტე გარდაიცვალა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტის მოადგილე ილია ლეჟავა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

,,არ ვიცი, შოკში ვართ, ვერაფერს ვშვებით, დამუნჯებულები ვფიქრობთ რა გავაკეთოთ… 400 მეტრზე მეტია სიღრმე, ვერავინ ვეკარებით… ნაწილ-ნაწილ ამოსატანი გვეყოლება ბიჭები… გამორიცხულია გადარჩენილები იყვნენ…

ამ წუთას ასეთი მძიმეა პასუხი ტყიბულიდან! 😡

ჯერ გეგმაც არ არსებობს რომ დაიწყოს სამძებრო სამუშაოები!”, – წერს ილია ლეჟავა სოციალურ ქსელში.