LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაყინის ბიზნესიდან ხორცპროდუქტებამდე – ნახევარფაბრიკატები ლიდერი XXI-სგან

1264

ნაყინის ბიზნესიდან ხორცპროდუქტებამდე – ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ ”ლიდერი XXI” ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყო. ლიდერის ბრენდის ქვეშ უკვე 10-ამდე დასახელების პროდუქცია გამოდის: გაყინული ბლინები, პილმენები, ხინკალი, ყველიანი ვარენიკები, ქაბაბი, კატლეტი და სხვა…

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ლიდერი XXI”-ს ნახევარფაბრიკატები უმაღლესი ხარისხის გაყინული და ნედლი ხორცით მზადდება. ”რაც შეეხება ფასებს, საკმაოდ კონკურენტუნრიანი ფასები გვაქვს, ბაზარზე მორგებული. შედარებით მაღალი ფასი ყველიან ვარენიკებს აქვს, რადგან ნამდვილი, ნატურალური ყველით მზადდება”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით,  ”ლიდერი XXI”-ს ნახევარფაბრიკატები სრულიად საქართველოს მასშტაბით, დიდ, თუ პატარა სავაჭრო ობიექტებში იყიდება.

”გარდა ამის, სიახლეები გვაქვს ნაყინის კუთხითაც. დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე გამოვა დიაბეტური და დიეტური ნაყინი, 0%-იანი შაქრის შემცველობით.  ცოტა ხანში გამოვუშვებთ თხილიან ”ესკიმოსაც” და მიმდინარე ზაფხულის სეზონზე სიახლეები გვექნება საოჯახო ნაყინის მიმართულებითაც”, – განმარტეს ”ლიდერი XXI”-შიც.

ცნობისთვის, ”ლიდერი XXI” ქართულ ბაზარზე 10 წელია, რაც წარმოდგენილია. ამ ეტაპზე აწარმოებს 35 დასახელების ნაყინს, მათ შორისაა: ”ბამბინი,” ”სიახლე,” ”პლომბირი,” ”ოჯახის ნაყინი” , ”ტირამისუ”, ”ჩვენი სიახლე”, ”ნაყინი პანდა”, პლომბირი ვაფლით და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები