LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაზი ჯანეზაშვილი – ნინო გვენეტაძეზე არ დამრჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ ის აპირებდა გადადგომას

80

ნინო გვენეტაძე საუბრობდა სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე, მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება და განცდა, რომ ის აპირებდა გადადგომას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომის საკითხი სასამართლოში არსებულ „გავლენიან ჯგუფებს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება გახდეს თანამდებობიდან გადადგომის ობიექტური მიზეზი, თუმცა მას ნინო გვენეტაძესთან პირად საუბრებში არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ გადადგომას აპირებდა.

„აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმ მოვლენებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, მით უმეტეს თუ რა ხდებოდა გვენეტაძესთან მიმართებაში. ეს გახლავთ გასული წლის 6 ნოემბრის სხდომა, რომელსაც მე ვესწრებოდი, სადაც გვენეტაძემ განაცხადა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ამას წინ უძღოდა საბჭოს წევრების მიერ სერიოზული შეტევა, რომელსაც მე ბულინგი დავარქვი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოების და მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან არ გაკეთდა გარკვეული განცხადება და შეფასება გვენეტაძის მაშინდელ განცხადებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები