LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„NBA“-ის „ფეისბუქ“-გვერდზე ქართველები გააფთრებით იცავენ ზაზა ფაჩულიას – ნახეთ ტოპკომენტარები!..

142

როგორც იცით, „ენ ბი ეი“ ფანების გამოიკითხვას აწარმოებს სოცქსელებით და ასევე სხვადასხვა ხერხით იმისთვის, რომ „ყველა ვარსკვლავის“ მოთამაშეები შეარჩიეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფერენციებიდან. გუშინ საღამოს ხმის მიცემის შუალედური შედეგები მეორედ გამოქვეყნდა. „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშე, ზაზა ფაჩულია, დასავლეთის კონფერენციიდან, კევინ დურანტის შემდეგ, ისევ მეორე ადგილზეა. მას ამ დროისთვის, ქართველთა დიდი ენთუზიაზმისა და მონდომების წყალობით, 823 376 ხმა დაუგროვდა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ „ენ ბი ეის“ ოფიციალურ გვერდზე ისევ ერთი ამბავია ატეხილი. კალათბურთის უცხოელი თაყვანისმცემლები ჩივიან, რომ ზაზას ადგილი „ყველა ვარსკვლავის“ თამაშზე არ არის. ამის პასუხად, ქართველები მათ არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ ქართულად პასუხობენ და ალბათ, მიხვდებით, რომ არანაირი ცენზურა დაცული არ არის.

გთავაზობთ, გამორჩეულ და სახალისო კომენტარებს (ზრდილობის ფარგლებში), რომლებსაც ქართველები ზაზას საწინააღმდეგო კომენტარების ავტორებს უწერენ:

„თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ზაზა მეორე ადგილს არ იმსახურებს, ის მართალია! რადგან ზაზა პირველ ადგილს იმსახურებს“.

„ეს მომცა ახლა კახეთში და თუ ცხვირით არ ვაპოსტინო ყოველდღე, ნბავოთე ზაზა ფაჩულია ვანახებ“

„ისევ დაიწყეს ეს დამპლური თამაშები“

„გამიშვით, ვიზა მომეცით, ამას უნდა ჩავუტანო საახალწლო ჩურჩხელა, უხ, მე ამის…“

„შენი ნომერი დაწერე!..“

„დედის ხახა როგორაა ინგლისურად?“

„მთაწმინდის კოორდინატები მოახსენეთ!..“

„What kind of life are you living (რა ცხოვრებით ცხოვრობ შენ), ჩემი ძმა?“

„რამე გსმენია რაზბორკაზე?“

„შენი კუბო დავდგი“

„დაიშალეთ, თქვე მონებო, ზაზა საუკეთესო მოთამაშეა…“

„ჯერ ხუანი იყო სალანძღავი სიტყვა, ახლა ალბერტი დაემატა, შე ალბერტო, შენა…“

„თქვენ გყავთ დონალდ ტრამპი, ჩვენ კი ზაზა ფაჩულია…“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები