LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NBC-ის საღამოზე ჯენიფერ ლოპესი შუადარებელი იყო

136

15 მაისს, ნიუ-იორკის Radio City Music Hall-ში ტელეარხ NBC-ის პრეზენტაცია შედგა, სადაც პროდიუსერებმა თავიანთ წარმატებასა და ახალ გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე არხის სახეები და მსოფლიო ვარსკვლავები შეიკრიბნენ, რომლებიც არხთან თანამშრომლობენ, მათ შორის იყო ჯენიფერ ლოპესი.

მსახიობი და მომღერალი NBC-ის სერიალში „ლურჯის ელფერი“ მონაწილეობს. 47 წლის ვარსკვლავი, როგორც ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში იყო. მას „ელი სააბის“ კრემისფერი კაბა, ამავე ფერის ფეხსაცმელი ეცვა და ხელჩანთა ეჭირა.

საღამოს განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ კარდაშიანებიც, რომელთა ცნობილი რეალითი-შოუ სწორედ NBC-ის ერთ-ერთი რეიტინგული შოუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები