LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI – გამოკითხულთა 49%-ს საპენსიო ასაკში სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიის იმედი აქვს

45

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49% ხანდაზმულობის დროს თავის სარჩენად სახელმწიფოს მიერ დანიშნულ პენსიას ეყრდნობა ან გეგმავს რომ დაეყრდნოს.

გამოკითხულ პირებს მაქსიმუმ სამი პასუხის მითითების შესაძლებლობა ჰქონდათ. მათი 31% შვილების მხრიდან დახმარების იმედად არის, 15% კი ხანდაზმულობაში მუშაობს ან აპირებს, რომ იმუშაოს.

გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ ინვესტიციების გაკეთებას გეგმავს, ამდენივე გამოკითხული მიიჩნევს, რომ ბინის შეძენა ამ მხრივ კარგი გამოსავალია და ხანდაზმულობაში თავის რჩენას ამ ბინის გაქირავებით ან გაყიდვით გეგმავს. 5% თანხის დაგროვებით გეგმავს თავის რჩენას, თუმცა ამ თანხის ბანკში შენახვას არ ფიქრობს. 4% კი ფულის ბანკში შენახვას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები