LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 NDI პრეზიდენტს არჩევნების თარიღის დროულად გამოცხადებას ურჩევს

97

“საქართველოს პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს, კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ,” – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

NDI-ის წარმომადგენლების განმარტებით, 2018 წლის ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია, არჩევნების თარიღი ჯერ დანიშნული არ არის, მმართველ პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია,” -განაცხადეს NDI-ის წარმომადგენლებმა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები