LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI- ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგად გამოკითხულთა მხოლოდ სამმა პროცენტმა შეაფასა

22

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ საქართველო ამჟამად ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კარგად გამოკითხულთა მხოლოდ სამმა პროცენტმა შეაფასა. ეკონომიკურ მდგომარეობას საშუალოდ მიიჩნევს გამოკითხულთა 29%. 2%-მა კი კითხვაზე პასუხი ”არ ვიცი” დააფიქსირა.

გამოკითხულთა იმ 66%-დან, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა როგორც ცუდი, 81% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი ახლანდელი მთავრობის შეცდომებია. 59% ეთანხმება იმას, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა წინა მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებთან კავშირს კი მათი 53% იზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები