LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 87%, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მონაწილეობას მიიღებდა

80

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას NDI-ს მიერ გამოკითხულთა 87% მიიღებდა, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ გამოკითხვის შედეგები დღეს გახდა საჯარო.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტების 67 %-მა გასცა, 33 % კი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს.
ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სამი უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიის აქტივისტების შევიწროება და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებია.

კითხვაზე: რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში? პასუხები ასე გადანაწილდა: ამომრჩევლის მოსყიდვა – 37 %, ამომრჩეველთა/პარტიის აქტივისტების შევიწროვება – 32 %, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები – 15 %, ხმის მიცემა ერთხზე მეტჯერ (კარუსელი) – 13 %, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენის ჩაყრა – 15 %, ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემა – 14 %, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ სამსახურის შესანარჩუნებლად – 13 %, მედიასაშუალებების მიერ კანდიდატებისა და პარტიების არათანაბარი გაშუქება – 13 %, ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა – 13 %.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები