LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI : საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია

95

საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია, ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია ნათქვამი. კითხვაზე – რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე უარყოფითი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 14 %-მა დააფიქსირა.

გასული წლის აგვისტოში ჩატარებულ კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპასთან ინტეგრაცია მხოლოდ გამოკითხულთა 60%-ს სურდა.

NDI-ს გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები