LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარი საცოლეს დაშორდა

135

“ბარსელონას” ფორვარდი ნეიმარი საცოლეს დაშორდა.
ბრაზილიელის რომანი ბრუნა მარკეზინისთან დასასრულს მიუახლოვდა.

ნეიმარმა დაშორების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქველმოქმედო აუქციონს ეძღვნებოდა.

“ეს ბოლო შემთხვევაა, როცა პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობ, რადგან ამის გაკეთება არ მიყვარს. ჩვენ ნამდვილად დავშორდით. ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. ამ გოგოთი აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მიყვარს. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ”, – თქვა დროებით უგელფრენდოდ დარჩენილმა ვარსკვლავმა.

ნეიმარი მარკეზინი 2013 წელს გაიცნო.
2014 წელს ფეხბურთელი და 21 წლის მსახიობი დაშორდნენ, მაგრამ 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ კვლავ აღადგინეს ურთიერთობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები