LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარმა ხალხი გააღიზიანა: ბრაზილიელმა სტივენ ჰოკინგს „მიბაძა“ (ფოტო)

129

ნეიმარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომ ინვალიდის სავარძელში, რომელსაც სტივენ ჰოკინგის ციტატა ერთვის, სოცქსელის მომხმარებლების დიდი აგრესია გამოიწვია.

14 მარტს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა, რომელიც ახალგაზრდობიდანვე მძიმე დაავადების გამო სავარძელს იყო მიჯაჭვული.

ნეიმარმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიღებული ტრავმის გამო თავადაც სავარძლით გადაადგილდებოდა, ფოტო გადაიღო და ცნობილი მეცნიერის ხსოვნას პატივი თავისებურად მიაგო.

ნეიმარმა ფოტოს ჰოკინგის ციტატა დაურთო: ”ყველაფრის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება უნდა გქონდეს და ყველა სიტუაციიდან მიიღო ყველაფერი საუკეთესო, რაც შესაძლებელია”.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს ცუდი განზრახვა არ ჰქონია, სოცქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამით გაღიზიანდა. მათ ნეიმარი ეგოიზმსა და სტივენ ჰოკინგის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები