LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელი ინტერნეტი ადამიანის ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს

204

დანიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო კვლევა და დაადგინეს, რომ ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემა მომხმარებელთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 200 მოხალისე მონაწილეობდა და მათ თავისი საქმე კომპიუტერით ან პლანშეტით უნდა ეკეთებინათ.

სპეციალისტებმა ექსპერიმენტში მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მუშაობის დაწყებამდე შეამოწმეს, მუშაობის პროცესში კი ინტერნეტის სიჩქარეს ნელ-ნელა ამცირებდნენ. შედეგად დადგინდა, რომ ინტერნეტის სიჩქარის ვარდნა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომენტალურად აისახებოდა. პულსი ხშირდებოდა, წნევა მცირდებოდა, ზოგიერთ ადამიანს თავიც კი ასტკივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მსგავსი სიტუაცია ხშირად შეიქმნება, შესაძლოა სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები