LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე 3 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება

89

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“  „ნენსკრა ჰესის“   გენერალური დირექტორის მოადგილემ ტაეკვონ სიომ საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე მეგაპროექტის დეტალები გააცნო. ტაეკვონ სიოს განცხადებით,  2018 წელს პროექტის ფინანსური სამუშაოები დასრულდება, ჰესის ნაწილობრივი გენერირება 2021 წელს დაიწყება,  ხოლო სრული ამოქმედება – 2023 წელს იგეგმება.

„ნენსკრა ჰესის“ პროექტი ერთ-ერთი   ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც   უცხოური პირდაპირი ინვესტიციით ხორციელდება.  „ნენსკრა ჰესმა“  მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ელექტროენერგიის იმპორტი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ენერგო ჰაბი.  მშენებლობების დროს ჩვენ დაგვჭირდება 3000-ზე მეტი მუშახელი“, – განაცხადა ტაეკვონ სიომ.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ასევე მოხდება  წყლის რესურსების მართვის ოპტიმიზაცია.

შეგახსენებთ, „ნენსკრა ჰესის“ პროექტი  საპარტნიორო ფონდთან ერთად ხორციელდება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები