LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

New Group დიღმის მასივში 13 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

170

დეველოპერული კომპანია New Group დიღმის მასივში მე-6 კვარტალში („წითელქუდას“ მიმდებარე ტერიტორიაზე) აშენებს 13 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, შიდა პარკინგითა და კომერციული ფართებით. მშენებლობა უკვე დაწყებულია და დასრულდება 2018 წლის აგვისტოში.

როგორც ”ფორტუნას” New Group-იდან აცნობეს, საცხოვრებელი ბინების მინიმალური ფართი 29 კვ.მ- დან იწყება. ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, კვ.მეტრის ფასი 1499 ლარია. მათივე ინფორმაციით, New Group დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შიდა განვადებას.

”ასევე მყიდველი იპოთეკის შემთხვევაში ისარგებლებს ხელსაყრელი პირობებით, ჩვენ პარტნიორ ბანკებთან – VTB (ვი თი ბი); Halyk Bank Georgia (ხალიკ ბანკი) ; საქართველოს ბანკი”, – აცხადებენ დეველოპერულ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, New Group -ის მიზანია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ააშენოს დახვეწილი დიზაინის საცხოვრებელი სახლები.

”მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი მაქსიმალურად ორიენტირებულია, მომხმარებლის სურვილსა და საჭიროებაზე. ჩვენი ამოსავალი წერტილი და მთავარი მიზანი ეკოლოგიური და ეკონომიური ბინების მშენებლობაა, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ენერგოდამზოგავი და თბოეფექტური მასალების გამოყენებით. New Group იყენებს უმაღლესი ხარისხსი მასალებს. ჩვენს საცხოვრებელ კორპუსს მოემსახურება უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე ლიფტი, რომელშიც დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები. ასევე ჩვენს ბინადრებს დახვდებათ REHAU-ს ფირმის მეტალოპლასტმასის კარფანჯრები, გერმანული წარმოების საკეტი, პეტლები, გაღება-გადმოკიდების მექანიზმები”, – განუმარტეს ”ფორტუნას” კომპანიაში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, New Group-ში ამბობენ, რომ აპირებენ დედაქალაქს გასცდნენ და საქართველოს სხვა ქალაქებშიც აწარმოონ მშენებლობა.

ცნობისთვის, კომპანია New Group-ის გუნდი უძრავი ქონების ბაზარზე რამდენიმე წელია საქმიანობს. კომპანიის აშენებულია შემდეგი პროექტები: საცხოვრებელი სახლი ნუცუბიძის #129-ში; საცხოვრებელი სახლი მარშალ გელოვანის ქუჩაზე; სავაჭრო ცენტრი – ცაბაძის #8-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები