LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

New York Times: რექს ტილერსონი თანამდებობას ტოვებს

94

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება, თეთრმა სახლმა საკადრო ცვლილებების გეგმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მდივანი თანამდებობას დატოვებს. თავის წყაროზე დაყრდნობით, New York Times-ი წერს, რომ რექს ტილერსონს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი მარკ პომპეო შეცვლის. პომპეოს ადგილს კი დემოკრატი სენატორი ტომ კოტონი დაიკავებს.

თავად ტილერსონმა ოქტომბერში, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დარჩება, სანამ „პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ის ამ თანამდებობაზე სასარგებლოა“.

მანამდე ტელეკომპანია NBC-მ გაავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით სამი თვის წინ ტილერსონი თავად აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას და ამის მიზეზად პრეზიდენტთან რიგ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობა სახელდებოდა. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ამ ცნობებს ტყუილი უწოდა და NBC-ს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები