
თბილისის საქალაქო სასამართლოში ”ქართული ოცნების” წევრის, კახა კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ - როგორც რადიო ”ფორტუნასთან” სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, ყადაღის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და ვერც შესაბამის კომპეტენტურ დეპარტამენტთან გადამისამართება შეძლეს.
”ქართულ ოცნებაში” კი ამტკიცებენ, რომ კახა კალაძის საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია - პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 ივლისს, პროკურატურის შუამდგომლობა კალაძის ანგარიშების დაყადაღების შესახებ, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა დააკმაყოფილა. სასამართლოს ოქმის მიხედვით კი, მოტივად დასახელდა დასაბუთებული ეჭვი, რომ კახი კალაძე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ახორციელებს. დაყადაღებული თანხის რაოდენობაზე ინფორმაციას ”ქართული ოცნებაში” არ ფლობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კალაძის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს - ”ქართული ოცნება” სასამართლოს მიერ განხორციელებულ აქტს კალაძის პოლიტიკურ დევნად აფასებს.