listen radio liveოქროს სტანდარტი FM-ზე
ბიზნესი
სპორტი
კულტურა
ახალი ამბები
2013-01-09

2012 წლის თეატრალური წლის სტატისტიკური შეჯამება

 

11 იანვარს თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს და „2012 თეატრალური წლის“ სტატისტიკური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. 

კვლევის შედეგად გამოვლინდება ის თეატრები, რომლებმაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი სპექტაკლი დადგეს. ასევე დასახელდებიან რეჟისორები, რომლებმაც ყველაზე მეტი დადგმა განახორციელეს და ის მსახიობები ქალი და მამაკაცი რომლებმაც 2012 წელს ყველაზე მეტი ახალი როლი ითამაშეს. ასევე თანამედროვე ქართველი დრამატურგი, რომლის ყველაზე მეტი პიესა დაიდგა გასულ წელს. კვლევა ეყრდნობა საქართველოში მოქმედ 30-ზე მეტი სახელმწიფო, დამოუკიდებელი და რეგიონალური თეატრის 2012 წლის მონაცემებს. 

როგორც ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა ,,ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა მსგავსი მონაცემები არ აქვს არც კულტურის სამინისტროს და არც სტატისტიკის დეპარტამენტს. კვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ასახავს სპექტაკლებისა და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელი ირინა ღოღობერიძე, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე ნიკა წულუკიძე და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევარი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. კვლევის შედეგების ხილვა დაინტერესებულ პირებს ვებ გვერდზე www.tbcartarea.ge შეეძლებათ. 

პრესკონფერენცია 11 იანვარს, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ 14:00 საათზე ჩატარდება.

 

2014-08-05
არტFM
თათა სადრაძე
წამყვანი: თათა სადრაძე
2014-08-04
არტFM
თათა სადრაძე
წამყვანი: თათა სადრაძე
2014-08-01
არტFM
ივანა მელაი
წამყვანი: თათა სადრაძე
2014-08-01
არტFM
ივანა მელაი
წამყვანი: თათა სადრაძე