LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიაზ დიასამიძის კონცერტი 7 დეკემბერს თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართება

103

ნიაზ დიასამიძე და „33ა“ თბილისის „ივენთ ჰოლში“ კონცერტს 7 დეკემბერს გამართავენ. ბილეთები უკვე განთავსებულია tkt.ge-ზე. ბილეთის ფასი გახლავთ 35 ლარი.

ნიაზ დიასამიძე არის ქართველი მუსიკოსი და ჯგუფ „33ა“-ს ვოკალისტი. მან ჯგუფი 1994 წელს დააარსა, ჯგუფის ძირითადი მიმართულება ფოლკ-როკია. სხვადასხვა დროს ჯგუფს წარმატება მოუტანა სიმღერებმა: „მე ვზივარ ნავში“ „ღამე და წვიმა“ „ქარი ქრის“ „გალაკტიონი“ და სხვა. მის რეპერტუარში 7 ალბომია.  ბოლო: „ახალი ალბომის“ კომპოზიციებში ჩართულია ხალხური ცეკვები სუხიშვილების შესრულებით.

ნიაზ დიასამიძე არის მრავალი პოპულარული საუნდტრეკის ავტორი და ფესტივალ „არტ გენის“ ორგანიზატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები