LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიჭიერი 2017 – ეკატერინე აბულაძე გახდა

223

ნიჭიერის გრანდიოზული სეზონი დასრულდა და ნიჭიერი 2017-ის გამარჯვებული გახდა – ეკატერინე აბულაძე, რომელსაც საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცა.

ეკა აბულაძე: “არ ველოდი ასეთ წარმატებას, ახლაც გაოცებული ვარ. პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ერთ მომენტში ბენდის ბიჭებს ვუთხარი კიდეც წავედითთქო. ჩემთვის ეს ტიტული მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია მოგებული ბინაც, რომელიც ასე მჭირდებოდა.”

რადიო “ფორტუნას” და “არ დაიდარდოს” რჩეული გახდა 7 წლის ვირტუოზი შემსრულებელი მარიამ ირუშაძე, რომელსაც რადიო ჰოლდინგისგან საჩუქრად ანდრეა ბოჩელის კონცერტზე, ორკაციანი საგზური გადაეცა.

მარიამ ურუშაძე: “ჩემი ოცნება ახდა, ანდრეა ბოჩელის კონცერტზე გავემგზავრები, პირველად ჩავჯდები თვითმფრინავში და ჩემს საყვარელ მომღერალს პირადად ვნახავ. კონცერტზე ბებოსთან ერთად გავემგზავრები, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი და დასვენება სჭირდება. დიდი მადლობა “ფორტუნას” და “რუსთავი 2”-ს ჩემი ოცნებების ასრულებისთვის.”

https://youtu.be/ij8GaIOv_s4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები