LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიჭიერის შემდეგ გადაცემა ექიმებიც იმედზე გავა

114

გადაცემა “ექიმები” რამდენიმე სეზონის შემდეგ “რუსთავი 2”-დან კონკურენტ არხ “იმედზე”  გადავიდა.

ახალ არხზე პირველი გადაცემა 31 დეკემბერს, 16 საათზე გავა. ექიმების შემადგენლობა იგივეა, თუმცა გადაცემის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტერის მიხედვით, შოუს წამყვანი ექიმი დავით ლოლაძე აღარ იქნება.

“ექიმები” პირველი გადაცემა არ არის, რომელიც  “რუსთავი 2”-დან “იმედზე” გადავიდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პროექტების მენეჯერების დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას “იმედზე” გადასვლის შემდეგ საერთაშორისო პროექტი “ნიჭიერიც” კონკურენტ არხზე გადის.

საჯარო რეესტრის მიხედვით, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე ფლობენ კომპანია ნოვა პროდაქშენს, რომელსაც ნიჭიერის ლიცენზია აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები