LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

82

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალბე ზეილსტრამ რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თანამდებობა დატოვა.ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრი ვლადიმერ პუტინის შესახებ ნათქვამზე განმარტების მისაცემად დაიბარეს.

ხალბე ზეილსტრამ აღიარა, რომ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ზეილსტრას თქმით, პუტინთან აგარაკზე იმყოფებოდა, როდესაც გაიგო, როგორ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ ბელორუსიას, უკრაინას და ბალტიისპირეთის ქვეყნებს „დიდი რუსეთის“ ნაწილად აღიქვამს. ზეილსტრამ აღიარა, რომ ამ შეხვედრას არ ესწრებოდა და ეს ინფორმაცია წყაროსგან გაიგო.

ხალბე ზეილსტრა ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერაში ყველზე დიდი შეცდომა დაუშვა და ჰოლანდია ისეთ მინისტრს იმსახურებს, რომლის ნდობაც შესაძლებელია.

 

ხალბე ზეილსტრა საგარეო საქმეთა მინისტრად 2017 წლის ოქტომბერში დაინიშნა. 2006 წელს ის ნავთობკომპანია Shell-ში მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები