LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგვზით მომზადებული საკვები ერთ კვირაზე მეტი ხნით არ შეინახოთ – ექიმის რჩევები

198

საქართველო ახალი წლის დღეებში ალკოჰოლითა და საკვებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში სამკურნალოდ 237 ადამიანი გადაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ამ მიზეზით 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სასწრაფო დახმარების 800-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

რაც შეეხება თბილისს, ალკოჰოლისა და საკვების ინტოქსიკაციით თბილისში 39 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.

ექიმი, ყარამან ფაღავა, საკვები ინტოქსიკაციის მიზეზად დიდი რაიოდენობით ნიგვზიანი საკვების მიღებას ასახელებს. ფაღავა გვირჩევს, რომ ნიგვზით მომზადებული საკვები ერთ კვირაზე მეტი ხნით არ შევინახოთ და საახალწლო დღეებში შევეცადოთ, თავი ავარიდოთ მას. ეს რჩევა განსაკუთრებით ისეთ პაციენტებს ეხებათ, რომლებსაც კუჭი აწუხებთ ან/და დიდი ხნის განმავლობაში დიეტას იცავდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები