LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკ უესტი People.com-თან ქართული ბრენდის სამოსით პოზირებს

503

ცნობილი ამერიკელი მომღერალი და ბასისტი, ნიკ უესტი პრესტიჟული გამოცემის People.com-ის გვერდთან, საკუთარ სტილზე საუბრისას, ქართულ ბრენდს ახსენებს, რომლის კოსტიუმიც აცვია. როგორც შევიტყვეთ, ირაკლი რუსაძის ბრენდმა Situationist ნიკს რამდენიმე კოსტიუმი გაუგზავნა, რომლებსაც მუსიკოსი სიამოვნებით ატარებს.

People.com წერს იმის შესახებ, რომ მუსიკოსმა, რომელსაც პრინცთან უმუშავია, ახალი ვიდეო გამოუშვა კომპოზიციაზე სახელწოდებით „Purple Unicorn“.

ჟურნალის ინტერნეტგვერდთან საუბრისას ნიკ უესტი ამბობს: „ბოლო პერიოდში ბოდეებს ვყიდულობ. ეს ძალიან მოდურია და ზამთარის მოახლოებასთან ერთად, მათთან შარვლებისა თუ ზვედაბოლოების შეხამება შემიძლია. ახლა რაც მაცვია, Situationist-ს ეკუთვნის, ბრენდს, რომელიც საქართველოში იქმნება, ეს არის ქვეყანა, სადაც ჩემი საქმრო დაიბადა. ყველაფერი იისფერის ტონალობაში ბოლო დროს ჩემს ყურადღებას იპყრობს და ამ სამოსით ორივე სამყაროს საუკეთესო ნაწილი მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ნიკი და ნიკუშა კანდელაკი დაინიშნენ. ნიკუშა კულტურის მინისტრის მოადგილის, კახი კანდელაკის უფროსი ვაჟია. ის აშშ-ში სწავლობს. ნიკუშა და ნიკ უესტი ერთმანეთს საქართველოში შეხვდნენ, აშშ-ში კი დაახლოვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები