LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: “ეს იყო ჯგუფური თავდასხმა”

53

ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, – ამის შესახებ რუსთავი 2 -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. გვარამიას თქმით, ერთი ადამიანი თავს მას დაესხმა, ხოლო მეორე მის მეგობარს. “ეს არის ტყუილი, ის არ იყო მარტო და ამ ადამიანის ამოცნობა შეიძლება ძალიან მარტივად. როცა ის ამბობს, რომ იყო მარტო, ის ცდილობს საკუთარი თავის გამოძვრენას, რადგან ჯგუფური თავდასხმა არის დამამძიმებელი გარემოება და გაცილებით მაღალი სასჯელია მისთვის”, – განაცხადა გვარაიამ.

ცოტა ხნის წინ ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ ფეისბუქის  საკუთარ გვერზე დაწერა, რომ გვარამიას ის მარტო დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, რატი გაჩეჩილაძე ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები