LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია „ევროვიზიის“ სიმღერას იწუნებს – „ეს არის გარანტირებული ბოლო ადგილი…“

142

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია ნიკა კოჩაროვსა და „Young Georgian Lolitaz“-ს აკრიტიკებს იმ სიმღერის გამო, რომელიც „ევროვიზიაზე“ გასატანად მომზადდა. მისი თქმით, ასეთი სიმღერით ამ ტიპის კონკურსზე გასვლა მიზანშეწონილი არ არის.

ამის შესახებ მან სტატუსი გამოაქვეყნა და თან, კლიპიც დაურთო სიმღერაზე „Gold Midnight“.

„ამ ნომერს ევროვიზიაზე რა უნდა, ღადაობთ? ამის გამგზავნს „ევროვიზია“ ერთხელ მაინც არ გინახავთ?!“ – კითხულობს გვარამია და დასძენს, რომ ეს არის „სრული არაფორმატი და გარანტირებული ბოლო ადგილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები