LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია გამოკითხვაზე იმყოფება

30

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე გამოცხადდა. ტელეკომპანიის ცნობით, გვარამია შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სტატუსით იმყოფება.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორთან გამოძიებას კითხვები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმესთან დაკავშირებით აქვს.

ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.

ნიკა გვარამიამ დაკითხვაზე შესვლის წინ განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა “რუსთავი 2-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი ობიექტური გამოძიების იმედი. იურისტის განცხადებით, ამის თქმის საფუძველს მას ნიკა გვარამიას მიმართ წარსულში უკვე არსებული და გამოუძიებელი საქმეები აძლევს. აქვე დიმიტრი საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ და სხვა საქმეების უკან სპეცსამსახურები იდგნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები