LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია გიორგი მამალაძეს ადვოკატობას სთავაზობს

40

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისმა ძმამ, სასამართლოს დასრულების შემდეგ მოსამართლეს „ივანიშვილის მონა“ უწოდა. გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელშიც დიდი რეზონანსი გამოიწვია. „რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მისი სურვილის შემთხვევაში, უფასოდ გაუწევს საადვოკატო მომსახურებას.

ნიკა გვარამია:

„ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები