LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: “ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის შენობაში ვერასდროს ვერ შემოადგამს ფეხს”

67

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“სააპელაციო სასამართლომ გააკეთა ის, რაც ასე მოსალოდნელი იყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით თავიდანვე და არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა. მე ველოდი უარესს, არ დავაკონკრეტებ რას, რადგან არ მინდა, რომ დავეხმარო რჩევებით არც თუ ისე გამაღთულ სასამართლოს და ჟკუაგამართულ ქალბატონ წულიკიანს. სასამართლოს დაეპატრონა ხელისუფლება და ის ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია. ის რაც ჩვენ ვნახეთ კატასრტროფა იყო,”-აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. “ნაზღაიძეს ე.წ. გამოსაცდელი ვადა გასდის ნოემბერში და ის შემსრულებელია იმ მოტივით, რომ ჰგონია, რომ დანიშნავენ, მაგრამ ვპირდებით, რომ იგი მოსამართლედ არასდროს აღარ გამწესდება,”- აღნიშნა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სამაუწყებლო კომპანიის გეგმებზე ისაუბრა. ნიკა გვარამიას თქმით, რუსთავი 2 ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას. “ვარ გადავყვებით ამ გადაწყვეტილებას მით უმეტეს, რომ მოსალოდნელი იყო ის, ვგეგმავთ მუშაობას ისე როგორც ვმუშაობდით,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ხალვაში რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელი არ არის და ვერასდროს იქნება. „ის არის ბიძინა ივანიშვილის მანქურთი და ცენზორი, მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, ის ვერასდროს რუსთავი 2-ის შენობაში ვერ შემოადგამს ფეხს, ვერ იქნება რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელი, რუსთავი 2 არის იმის, ვისიც არის კანონიერად, ეს არ არის ქიბარ ხალვაში,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც რუსთავი 2-ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა.

 

პოპულალურები