LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს

67

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს. როგორც გვარამიამ განაცხადა,  „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. ” თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით „რუსთავი 2“ კოლექივს. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის კომერციულ ინტერესებს, იგი სასამართლოში დავობდა 7 მილიონ ლარზე ოდნავ მეტს. ჩვენ დავთვალეთ და ეს არის 4 209 397 დოლარამდე, დღეის მდგომარეობით, იმ კურსით, რომელიც მაშინ იყო. მას გარკვეული რაოდენობა მიღებული აქვს. დარჩენილ თანხას 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ. “, – განაცხადა ნიკა გვარამაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები