LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: “რუსთავი 2 სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება”

45

“რუსთავი 2 სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება, ასევე ემიჯნება ამგვარი ფორმის მასალას,” – ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რამდენიმე წუთის წინ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც გვარამია ამბობს, რუსთავი 2 იღებს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან და როგორც არხი თავად თვლის საჭიროდ.

გვარამია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, გაემიჯნონ სახელმწიფო გადატრიალებას:

ამ ეგზითპოლებში გაიმარჯვებს ის პარტია, რომელიც რეალურად გაიმარჯვებს. ეს ეგზითპოლები ემსახურება იმას, რომ ამომრჩევლის ხმები დავიცვათ. თუ ცესკოსა და ჩვენს კვლევას შორის იქნება სხვაობა, როგორც იმოქმედებან პოლიტიკოსები, ეს მათი გადასაწყვეტია.

გვარამიას თქმით, რუსთავი 2-ის თანამშრომლების აუდიოჩანაწერები არსებობს, რომლის გამოქვეყნებასაც ხელისუფლება გეგმავს:

ჩემი ინფორმაციით, არსებობს უამრავი აუდიომასალა პირადად ჩემზე და ჩვენს თანამშრომლებზე. ეს არის ჩაწერილი რამდენიმე დისკზე სუს-ის მიერ და ბიძინა ივანიშვილთან არის ატანილი, რომელიც წყვეტს, რა და როგორ გავიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები