ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს დაიცავს

64

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს დაიცავს. როგორც ნიკა გვარამიამ On.ge-სთან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოში პროცესს კოორდინაციას თავად გაუწევს, თუ  ეს  დეკანოზის სურვილი კვლავ იქნება.

ნიკა გვარამია მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა. რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მამა გიორგი მამალაძესთან, მსჯავრდებულის თხოვნით, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა.გვარამია დეკანოზ მამალაძეს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დეკანოზი “სახელმწიფოსა და ეკლესიას შიგნით არსებული დაჯგუფებების მძევალია”.

ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.