LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია – მამუკა მდინარაძე

56

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია. 

”გუშინ, სოციალურ ქსელში წამოსული ბუნებრივი პოზიციები ალბათ ასახავს იმ რეალობას, რაც ხდება სინამდვილეში. გვარამია არის ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატი. მას ალბათ ეგონა, რომ ვიღაც შევარდებოდა, ვიღაც გათიშავდა, ეს მოლოდინი არ გაუმართლდა და თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი. ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთო. ჩანს ვისი სტილია პროვოკაციები, გათიშვები, ვისი სტილია ის, რომ რაღაც დესტაბილიზაციის ფონი შექმნას და ამით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების ფსიქოლოგიაზე, ეს არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები