LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება დარბევის შედეგად, თქვენ მიიღებთ ამ სახეებს

72

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად და მისი თანამშრომლები „რუსთავი 2“-ის შენობიდან არ გავლენ. გვარამიას თქმით, შენობას არც დარბევის შემთხვევაში დატოვებენ.

„ამ ქვეყანაში ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დაცული და ის არის ყოველდღიური რისკის ქვეშ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ შენობიდან გასვლას, იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც არ ემყარება კანონს და არღვევს კანონს, თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება დარბევის შედეგად, თქვენ მიიღებთ ამ სახეებს და ამას ნახავს საქართველოს მოსახლეობა პირდაპირ ეთერში, მაგრამ ჩვენ აქედან არ გავალთ, მოგიწევთ ამ სახეების ყურება, მოგიწევთ „რუსთავი 2“-თან ერთად არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გვარამიამ.