LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს

46

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს. უწყებაში შესვლამდე კი “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ  მისი და მამუკა ახვლედიანის ჩანაწერი წაშლილია, რადგან ამის შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა.

“იმის გამო რომ შინაარსი აბსოლუტურად უინტერესო იყო ინტერვიუს შინაარსი, ჩვენ იმთავითვე გავანადგურეთ ეს ჩანაწერი, უბრალოდ როგორც ჩანს ქსელში ჩარჩა ან სანამ გავანადგურებდით მანამდე მოხერხდა მისი გატანა, ან ის მოწყობილობა მოიპარეს, სადაც იყო. ჩანაწერი არის რულიად უშინაარსო, ჩვენთვის აბსოლუტურად უინტერესო და ამიტომ ის განადგურებულ იქნა. საუბარი არის 3 პირს შორის, სხვა პირი მიდი-მოდიოდა შეიძლება არც არაერთი, მაგრამ მე ის არ დამიმახსოვრებია, არც მიმიქცევია მისთვის ყურადღება. ავთენტურობა აუდიოჩანაწერის არ დადასტურებულა, ვერ დადასტურდება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს არ არის დიალოგი ეს არის 3 ადამიანს შორის საუბარი და გესმით მესამე ადამიანის ხმა. მეოთხე არ ვიცი ვინ არის, მე ვიცი ვის შორის არის საუბარი გაიმართა საუბარი 3 ადამიანს შორის, მათ შორის ერთ-ერთი იყო დაახლოებული ხელისუფლებასთან,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

გვარამია ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები