LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას განცხადება ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადებაა – ირაკლი კობახიძე

43

ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, გვარამიას განცხადება უკავშირდება იმას, რომ წინასწარი კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იმარჯვებს.

„ვეხმაურები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და მისი კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, თავის ფეისბუქ გვერდზე განათავსა. ამ განცხადების შინაარსი ასეთი იყო – „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს ან აფინანსებს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ, დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან. ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ“. ეს ისტერიული განცხადება უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და მისი პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილასაც ვერ გავიდეს. ეს არის შექმნილი მდგომარეობა. ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული 6 წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინაშე ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლა აქვს იმედი, რომ მის განცხადებებს ექნება გავლენა საზოგადოების პოზიციაზე, მაგრამ საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები