LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია არ აკონკრეტებს პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას თუ საკრებულოში

34

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას თუ საკრებულოში. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით განცხადებას შესაბამის დროს გააკეთებს.

მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე დიდ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილს, არაფორმალურ მმართველობას და სადაც ყველაზე დიდ სარგებელს მოვუტან საზოგადოებას. საკრებულო თუ პარლამენტიამისთვის ჯერჯერობით არის დრო. როდესაც მოვა შესაბამისი დრო, განცხადებას გავაკეთებ,“- განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოში შესვლაზე უარს არ იტყვის.

ნიკა მელია, რომელიც პარლამენტის დეპუტატია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იყო. პარტიამ არჩევნებში ზღვარი გადალახა და დედაქალაქის საკრებულოში 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები