LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

70

ნიკა მელია თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი პროკურატურაში დაბარებას მის მიერ პოლიციელების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკავშირებს.

მელია ამბობს, რომ 11 ივნისს პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, ის თანამოაზრეებთან ერთად, პოლიციელებმა უფლებამოსილების გადამეტებით დააკავეს. მისივე თქმით, სამართალდამცველებს  მისი, როგორც პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არ ჰქონდათ.

მელიას განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ შეიტანა სარჩელი და მისივე ინფორმაციით, მოკვლევა 9 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს.

მელია  პასუხისმგებლობას შს მინისტრს,  გიორგი გახარიასაც აკისრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები