LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია შს მინისტრის მოადგილისა და საპატრულო პოლიციის უფროსის დაკითხვას ითხოვს

69

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის,  ნიკა მელიას გამოკითხვა დასრულდა. მელია გამოძიებას 11 ივნისს ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მისი დაკავების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. როგორც მან განაცხადა, ინციდენტისა და ინციდენტში მონაწილე პირების შესახებ მან სამართალდამცველებს სრული ინფორმაცია მიაწოდა.

მელიას განცხადებით, მის და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაში რამდენიმე სამმართველოს უფროსი, ასევე შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მონაწილეობდნენ.

მელიას მიერ ჩამოთვლილი პირები გამოძიების მიმდინარეობისას უნდა დაიკითხონ.

ნიკა მელია პროკურატურაში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები