LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიამ გიორგი გახარიას მიმართა მკაცრ კონტროლზე აიყვანოს ეკა წამალაშილზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმე

92

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, მკაცრ კონტროლზე აიყვანოს საქმე, რომელიც მათი პარტიის წევრ ეკა წამალაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება.

როგორც მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ძალადობა შს მინისტრმაც წაახალისა. მელიამ ხელისუფლებას და მმართველ გუნდს მოუწოდა, პატივი სცენ აზრთა სხვადასხვაობას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების შს მინისტრია. გააკეთა განცხადება, რომ არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია გაკეთდება იმ ძალასთან მიმართებაში, რომელსაცნაციონალური მოძრაობაჰქვია. შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამბოლო არჩევნების შედეგებით ნახევარი მილიონი ადამიანის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის პოლიტიკური დისკრიმინაცია და თქვენ, ყველაზე წამყვანი უწყების ხელმძღვანელს ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, რა განცხადება გააკეთეთ და ასევე როგორ აუბით მხარი ამჟამინდელ პრემიერმინისტრს. ამიტომ ახლა მოგიწოდებთ, აიღეთ ტელეფონი ხელში და მკაცრ კონტროლზე აიყვანეთ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, ეკა წამალაშვილს უკავშირდება, რომელიც პირდაპირ ეთერში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, თქვენი უპასუხისმგებლობის გამო. გაფრთხილებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები