LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიასა და ფრაქციის სხვა წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

68

“ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის სამუშაო ოთახში ნიკა მელიას, აკაკი ბობოხიძეს, სერგო რატიანსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი „ბავშვივით უჯერებენ გიგა ბოკერიას“.

ბობოხიძემ მელიას მიუგო, რომ მას „ერთი აგური არ ჰქონდა დადებული პარტიის მშენებლობაში“ და სხვების წვალებით შექმნილ პარტიას შლის.

დღეისთვის დაგეგმილი ფრაქციის სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები