LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

62

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისთვის მზად არის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას უყრიან კენჭს.

სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი ხელმეორედ წარადგინეს. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები კიდევ ერთხელ შეეხებიან ოპოზიციონერის პრემიერმინისტრად არჩევის საკითხს.

პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი. ისინი სხდომის მიმდინარეობას დიდ ეკრანზე ადევნებენ თვალს.

1 მაისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა საყოველთაო გაფიცვა დაიწყონ, გადაკეტონ აეროპორტისკენ მიმავალი და სახელმწიფოთაშორისო გზები. ასევე დაბლოკონ მეტროპოლიტენი, სარკინიგზო მაგისტრალები და ქუჩები.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი, სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11 დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები