LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღთან მოლაპრაკებების დაწყებისკენ მოუწოდა

86

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის ნებისმიერი მცდელობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმაგანაცხადა. ეს მისი პირველი გამოსვლა იყო გაერო-ს გენერალურ ასამბლეის სესიაზე.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პრიორიტეტია. მან აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღთან მოლაპრაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პრიორიტეტია. არწახის რესპუბლიკის სტაბილურობა და უსაფრთხოება არის სომხეთის აბსოლუტური პრიორიტეტი მოლაპარაკებების პროცესში. კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის.

“სომხეთი გააგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მანდატის ფარგლებში. აზერბაიჯანმა უნდა შეცვალოს ქმედებები,  რომლებიც მოლაპარაკებების უპატივცემულობაში გამოიხატება, დაივიწყოს სამხედრო გადაწყვეტილების იდეა და შეასრულოს ყველა წინა შეთანხმება. თუ აზერბაიჯანი მართლა უჭერს მხარს მშვიდობიან პროცესს, მან კონფლიქტის მთავარ მიზეზთან – მთიან ყარაბაღთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები