LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის“ მინისტრები გაათავისუფლა

97

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის“ მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხური მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პრემიერმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც მისი მომხრეები აქციას მართავენ. ფაშინიანმა მინისტრების გადაყენების შესახებ განკარგულებას ხელი აქციაზევე მოაწერა.

როგორც ცნობილია, ამ დეპუტატებმა დღეს მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელსაც ქვეყნის პრემიერი სამარცხვინოს უწოდებს.

ცოტა ხსნი წინ ერევანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს. საკანონმდევლო ორგანოს შენობიდან 70 დეპუტატი გამოსვლას ვერ ახერხებს.

აქციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები