LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი 50 წლის ხდება – გულახდილი ინტერვიუ და ფოტოსესია

192

49 წლის ნიკოლ კიდმანი ჟურნალ InStyle-ის ივნისის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ავსტრალიელმა ლამაზმანმა გამოცემას ინტერვიუც მისცა და საკუთარ ცხოვრებასა და მომავალ 50 წლის იუბილეზე ისაუბრა.

ამჟამად კიდმანი სერიალში „დიდი პატარა ტყუილი“ მონაწილეობს, სადაც პარტნიორობას მას ზოი კრავიტცი, შეილინ ვუდლი და რიზ უიზერსპუნი უწევენ, ცოტა ხნის წინ კი მან მონაწილეობა ფილმში „ხელშეუხებელნი“ მიიღო.

კითხვაზე, სად შეხვდება ის თავის 50-ე იუბილეს, ნიკოლმა მიუგო: „არ ვიცი, ალბათ მე, კიტი და ჩვენი ქალიშვილები სადმე გავისეირნებთ ან სანაპიროზე ვიცურავებთ და უბრალოდ ერთად ვიქნებით. ჩემი მეგობარი, ნაომი უოთსი მეუბნება, რომ წვეულება მოვასწრო. შესაძლოა ავსტრალიაშიც წავიდე“.

რაც შეეხება ოჯახს, კიდმანი მას ყველაფერზე წინ აყენებს და ამბობს: „როდესაც გყავს ოჯახი, შვილები, წინ აყენებ მათ და არა შენს თავს. ოჯახში უფროსი შვილი ვიყავი, ამიტომ ზრუნვა ჩემში ზის“.

კიდმანის თქმით, ონლაინ მიმოწერას ან მოკლე ტექტურ შეტყობინებებს მას ყოველთვის რეალური ურთიერთობები ურჩევია: „მე ყოველთვის ვრეკავ. მიყვარს ხმოვანი ურთიერთობა. მე და კიტი არასოდეს ვწერთ, მხოლოდ ვურეკავთ ერთმანეთს. ცოტა მოძველებულია, მაგრამ სულ ასე ვართ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები