LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი ალქაჯის ამპლუაში ცნობილი გამოცემის გარეკანზე (ფოტო)

232

ნიკოლ კიდმანის 50 წლის იუბილეზე New York Times-მა ოსკაროსანი მსახიობის განსხვავებული ფოტოსესია შემოგვთავაზა. გამოცემის ფურცლებზე კიდმანი საშინელებათა ფილმის გმირის ამპლუაში წარსდგა, მსახიობი ფანტასტიკურად შევიდა როლში და ფოტოებიც ნამდვილი ფილმის სიუჟეტს დაემსგავსა.

გამოცემამ საახალწლო ნომრისთვის 10 საუკეთესო მსახიობი შეარჩია, რათა მათ საშინელებათა ჟანრის ფილმის გმირები განესახიერებინათ. შერჩეულ ვარსკვლავებს შორის არიან ჯეიკ გილენჰაალი, სირშა რონანი, სინტია ნისკონი და სხვები. ფოტოგრაფ ფლორია სიგისმონდის ფოტოებზე ნიკოლ კიდმანი ქერათმიან ალქაჯს განასახიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები